კახა კალაძე – მე ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას

ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერმა და, ასევე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საირმის ქუჩაზე, 64-ე საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის უბანზე შვილთან ერთად მივიდა.
როგორც კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა სტაბილურობას და ქალაქის განვითარებას.
“მე ხმა მივეცი სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


