
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დანაშაულის გამოვლენაც და გამოძიებაც არის შესაბამისი უწყებების მოვალეობა. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა თავად პასუხისმგებელი მომხდართან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ვერ იქნება.
"ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს