
ავტორი
Front News საქართველო
მე რომ მეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიცონერ დეპუტატს ცოტნე კობერიძეს, რომელმაც მერს ტრანსპორტთან დაკავშირებით შეკითხვით მიმართა.
კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა გადაადგილების მეტი შესაძლებლობა უნდა შექმნას და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას.
“მერწმუნე, იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ. შეიძლება, არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია. იმდენი პრობლემაა დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ. მკითხე, მეტროში თუ ჩავსულვარ – მე რომმეტროთი დავდიოდი, შენ შეიძლება დაბადებულიც არ იყავი. ჩვენ ვიცით, რა არის პრობლემა, გამოწვევა და ყველაზე მთავარი – ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ, მეტიც, ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მე ძალიან ბევრნაირი ტრანსპორტით გადავაადგილდები: საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავაადგილდები მოტოციკლეტით, კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს ამ ტრანსპორტით სიარული, დავდივარ ველოსიპედითაც; ასევე, ჩემს შვილებთან ერთად, ძალიან ხშირად გადავადგილდები სკუტერითაც. ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდა ავტომობილით გადაადგილდით, გინდა მეტროთი, გინდა ავტობუსით, გინდა მიკროავტობუსით, არავინ გზღუდავთ. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთიმისთვის, რომ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით „აჭარა ჯგუფთან“, რომელმაც ძალიან კარგი პროექტები განახორციელა – ეს არის ელექტროსკუტერების, ელექტრომობილების შემოყვანა, ახლა ელექტროველოსიპედები შემოიყვანეს, რაც ძალიანმისასალმებელია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება ხელშეწყობა ამ მიმართულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს