კახა კალაძე – მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას


ავტორი
Front News საქართველო
მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Bloomberg-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი ბოლო 10 წელში რეკორდულად გამდიდრდა.
“საქართველოში ბიზნესი არასდროს არ ჰქონია. საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებით იყო დაკავებული და დღესაც აგრძელებს. უამრავი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით და თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციალურ მონაცემები, რამდენი მილიარდი დოლარია დახარჯული ქველმოქმედებაზე. მე უბრალოდ ვინატრებდი, რაც შეიძლება მეტი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს ქვეყანას, რომ ასეთი საქველმოქმედო პროექტები იქნეს განხორციელებული”, – განაცხადა კალაძემ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, 2023 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ, $6,55 მილიარდს მიაღწია.
ამავე წლის 13 ივლისის მონაცემებთან შედარებით, ივანიშვილის ქონება დაახლოებით 35 მილიონი დოლარით გაიზარდა, აქედან გამომდინარე, მან მილიარდერთა ინდექსში 411-ე ადგილიდან 396-ე ადგილას გადაინაცვლა.
თაგები:
კახა კალაძე