
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
"ზოგადად, მე ვეწინააღმდეგები ყველანაირ შეურაცხყოფას. ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ვისწავლოთ განსხვავებული აზრის მოსმენა, ასევე კრიტიკა. ბევრს ჰგონია, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა კრიტიკაა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, ის უნდა გადმოსცეს ნორმალურ ფორმაში, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს