
ავტორი
Front News საქართველო
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკრაინას, უკრაინელ ხალხს მინდა ვუსურვო მშვიდობა. ძალიან დიდი უბედურებაა ის, რაც უკრაინაში ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ გამოვლილი და გამოცდილი გვაქვს საკუთარ თავზე, საკუთარ ქვეყანაზე ეს უბედურება და ვიცით, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის, სუვერენიტეტი დატერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მეგობრობა და პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს.
“ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მეგობრობა, პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი. ეს უნდა იყოს ორმხრივი. გულდასაწყვეტია, რომ გაუგებარი მიზეზებით, თუნდაც ავიღოთ ელჩის გაწვევა, არანაირი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია, თუ რასთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მინდამშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს