
ავტორი
Front News საქართველო
მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს, არასერიოზულად იქცევით. ბიჭი მიდიოდა უკან-უკან იღებდა, ბევრჯერ ყოფილა ჩემი თანდასწრებითაც ოპერატორები უკან-უკან მიდიან. მაჩვენეთ კადრი, სადაც ჩანს, რომ გადააგდეს. იმდენ სისულელეს საუბრობთ, ერთმანეთს ეჯიბრებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტებმაც უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები.
“როცა გეუბნებიან, გადი, არ ვიძლევი ინტერვიუს, უნდა გახვიდე და დაიცვათ ადამიანის უფლებები. მე თუ გეტყვით, არ მაქვს სურვილი, მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ. რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე. ძალადობას ამართლებთ თქვენ, მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე სიძულვილის ენით. თქვენ ხართ პირველები, ვინც სიძულვილის ენით აღვივებთ შუღლს, ძალადობას. თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ“, – მიმართა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს