
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის მერობას გეგმავს და აპირებს "რადიკალურ დაჯგუფებებს ქართველ ხალხთან ერთად მიუჩინოს შესაბამისი ადგილი“.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
"მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება, ვინც ხართ. დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს, რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ჟურნალისტებს მის მიერ დაფუძნებულ ახალ კომპანიასთან დაკავშირებულ კითხვაზე - ისევ მერობას აპირებს თუ ბიზნესინტერესები აქვს, უპასუხა, რომ მერობას აპირებს, რაც შეეხება მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, მასზე ყველა ინფორმაცია ღიაა.
"ეს არ არის პირველი კომპანია, რომელიც მაქვს საკუთრებაში. არის კომპანიები, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში და რომელიც მაქვს მითითებული დეკლარაციაში. შესაბამისად, როდესაც კანონის ენით მესაუბრებით, ჩემი თხოვნა იქნება, რომ კარგად წაიკითხოთ ეს ყველაფერი და შემდეგ დასვათ შეკითხვები. რაც შეეხება აღნიშნული კომპანიის საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში, ეს არის საპილოტე პროექტი, რამდენად გამოსვლადი იქნება, ვნახოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს