
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უახლოეს წარსულში რთული პერიოდი გამოიარა და დღეს ქვეყნის ინტერესი მისი მშვიდობიანი განვითარებაა.
“ირაკლი ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა, მისი განცხადებები და გამოყენებული საერთაშორისო პლატფორმები ყოველთვის გაჯერებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და ამბობს სიმართლეს. მესმის, რომ ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მტკივნეული და რთულად მოსასმენია, თუმცა ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, უნდა ვუთხრათ სიმართლე მეგობრებს. ყოველთვის უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები…
ჩვენ ძალიან რთული და ცუდი გამოცდილება გვაქვს, გვქონდა ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი – მშვიდობიანი მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ ამით?! მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება. ასე რომ, უნდა გავაცნობიეროთ უახლესი წარსული და გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს