
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი.
“პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს