კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და საკვების მიღებაზე უარის თქმის გამო შესაბამისი სასჯელისგან მას არავინ გაათავისუფლებს.
“მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე. მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და იმავეს გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდან ბოლომდე იყო დადგმული. ეს შემდეგ გაგრძელდა იმ პიარკამპანიით, რასაც ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში. მიშა დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო – ეს ყველაფერი მიმართული იყო ერთი რამისკენ, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან. ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც პასუხისგება უწევს. ჭამაზე უარის თქმის გამო, ადამიანები ციხიდან ვერ გათავისუფლდებიან. მე, რა თქმა უნდა, არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება. პირველ რიგში, მისმა ოჯახის წევრებმა, გარემოცვამ უნდა იზრუნონ მის ჯანმრთელობაზე შესაბამისი კალორაჟითა და საკვებით.
ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველა ადამიანის უფლების დაცვა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და პასუხი უნდა აგოს

კახა კალაძე – ვინაა ახალი სახე? კარგად გვახსოვს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით

კახა კალაძე – თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან, საქართველოს შეეშვან