Logo

კახა კალაძე – მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას

პოლიტიკა
988
Frontnews image description

მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“დღეს საღამოს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია” და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ.

რა პროვოკაციაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავად უკეთ იცის, რადგან წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის.

მინდა, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მოსახლეობას, მე ამაზე სხვა დროს არ მისაუბრია; ბოდიში, რომ სწორედ „ქართული ოცნების” ძალისხმევით აღმოჩნდა ეს ქალი იქ, სადაც იმყოფება, რომელიც სამწუხაროდ, ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ უცხო ძალებს. მადლობა ღმერთს, 2025 წლის დადგომას ახალი პრეზიდენტი მოულოცავს საქართველოს მოსახლეობას.

რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ხვალ იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულიად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. სახელმწიფო დღეს არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი და ვითარება სრულად კონტროლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ ქალაქის მერზე იქნება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები