
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამძიმარი გამოუცხადა გუშინ, ქედაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომლის ოჯახს.
“პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სოფელ ნერგეეთში მობილიზებულია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
თაგები:
მეწყერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს