
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას გაჟღერებული თხოვნის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღება დეკემბრამდე გადაიდო.
“პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი. შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ, ითხოვეს, აღნიშნული კანონის მიღება მესამე მოსმენით არ მომხდარიყო. ვითვალისწინებთ ამ თხოვნას, დეკემბრამდე არ მივიღებთ აღნიშნულ კანონს. დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს ქართველი ხალხი მიიღებს დამსახურებულ სტატუსს.
“მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ეს 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპაში გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით არ დაიჩაგრება ქართველი ხალხი“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს