კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, რომ ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და ჩვენი სიმართლე ვთქვათ


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საკითხს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობის შესახებ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც სიმართლეს იტყვის.
"მნიშვნელოვანია, რომ ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ, რა ხდება, რა გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის. შეხედეთ რა ხდება, მსოფლიო შეიშალა, არის უსამართლობის პიკი და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს