
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მშვიდობის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის მტრებს, რადიკალებს, კრიმინალებს და ქვეყნის პატრიოტებს შორის, იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.
ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს, იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს