
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
“მინდა, ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაული. ვუერთდები იმ საყოველთაო სიხარულს, რასაც ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომით განიცდის.
მინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პატრიარქის ეპისტოლეშიც ხაზი გაესვა. მშვიდობის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, ამიტომ, მშვიდობა საქართველოს და მშვიდობა მსოფლიოს. გილოცავთ, ქრისტე აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს