
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არ არის მისასალმებელი ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოხდა.
"ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ის, რაც პარლამენტში მოხდა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. უმჯობესია ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში გადაიზარდოს და არა სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არაა მისასალმებელი.
მე არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და დეტალებში ვერ შევალ, ვინ დაიწყო და რა მოხდა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივმართო - მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ზოგადად სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება მსგავსი ინციდენტები და არ არის სასიამოვნო საყურებელი. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ჩვენთანაც მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს