
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ გასააქტიურებელი ნებართვები პირველ აპრილამდე გაააქტიურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ავტომატურად გაუქმდება.
მისი განცხადებით, მესაკუთრეები, ვისაც აღნიშნული ნებართვების შენარჩუნების სურვილი აქვთ, ნებართვების გააქტიურების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge და ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მიიღებენ.
“ტაქსების რეფორმა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით რამდენიმე ეტაპი უკვე განხორციელდა. მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო A კატეგორიის ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომ თუ ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურებიათ ნებართვა, ის პირველ აპრილამდე გაააქტიურეთ. გასული წლის პირველი აპრილიდან ეს ნებართვები ტაქსის მფლობელებს საკუთრებაში გადავეცით, რომელიც გააქტიურებისთვის ერთწლიან ვადას ითვალისწინებდა. აღნიშნული ვადა უკვე იწურება. შესაბამისად, იჩქარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვები გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც ვებგვერდზე – taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს