კახა კალაძე – ფაქტები უნდა დაიდოს, ამ განცხადებებს არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მათ განცხადებებს არ ენდობა, რადგან ამ ორგანიზაციას იმიჯი ძალიან შეელახა.
კალაძის თქმით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
“ფაქტები უნდა დაიდოს. „ისფედი“ არის ორგანიზაცია, რომელსაც იმიჯი ძალიან შეელახა, დიდ სკანდალში გაეხვია, გააყალბა მონაცემები, რომელიც იქნა გამოქვეყნებული. შესაბამისად, ამ განცხადებებს მე არ ვენდობი, თუ რაიმე მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


