კახა კალაძე - ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა


ავტორი
Front News საქართველო
"თავად გაერკვნენ ვინ სად და როგორ იქნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი გამოწვევებია დედაქალაქში, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით. ვინ სად იქნება და როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვევნენ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიცია ხშირად საუბრობს სახელმწიფოს გადატრიალებაზე, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.
"ამ ტიპის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ ვისმენთ. ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება. ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს