კახა კალაძე - ფულს იღებენ ამაში, გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.
როგორც მან დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს.
"ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის. ჩვეულებრივად დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, მითითებების მიცემა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია - დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმედღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


