
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციის დისკრედიტაცია და სამართალდამცველების შეურაცხყოფა მიუღებელია.
“სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და ყველა ინსტიტუტი მუშაობდეს გამართულად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმებით, რადგან ის, რაზეც ვსაუბრობთ – პოლარიზაცია, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციები, მიზანმიმართულად მიმდინარეობს თუნდაც პოლიციის დისკრედიტაცია, თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია; პირდაპირ ეხებიან პოლიციას, აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის გამკაცრება ამ მიმართულებით მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს