
ავტორი
Front News საქართველო
პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
“ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინება. არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს