
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.
ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.
მისი თქმით, არასწორია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.
“მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია. ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. არავის უხარია მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი ბრალდებულის დაპატიმრება, მაგრამ როდესაც მის უკან დგას დანაშაულები, რაც საქართველოს მოსახლეობას აკადრა, სხვანაირად შეუძლებელია. არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს. რაც შეეხება შერიგებას, აქამდე რომ მიხვიდე, უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება და შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ?! პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან შეწყალებას სთხოვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს