კახა კალაძე – “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან ხალხმა დაინახა ჩვენმა პოლიტიკამ ქვეყანას რამხელა უბედურება აარიდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა.
„მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ეს შეცდომა დაგვეშვა, რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კახა კალაძის თქმით, მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.
“ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მათ წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებს, ემსახურება უცხოურ ძალებს, ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს. ცხადია, რომ მათ არ აქვთ სურვილი არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ამას აქვს ერთი ახსნა – იციან, რომ დამარცხდებიან. არსად არცერთ რაიონსა და ქალაქში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კალაძემ უპასუხა – “ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“.
თაგები:
კახა კალაძე

კახა კალაძე – “ქართულ ოცნებას” აქვს იმხელა მხარდაჭერა, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ოპოზიცია იბრძვის, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს

კახა კალაძე – იაქტიურეთ მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია

ირაკლი კობახიძე – ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა