
ავტორი
Front News საქართველო
გულწრფელად რომ ვთქვა, “ქართული ოცნების” მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება არ მაინტერესებს, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მხოლოდ სტიქიასთან ბრძოლის მოტივით მოაწერა ხელი.
კახა კალაძის განმარტებით, მთავარია, საზოგადოება ენდობოდეს მმართველ ძალას, რომელიც დღეისათვის, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
“სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს. საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ქალბატონ სალომეს რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს გამოჩნდა იმ არჩევნებზე, რომელშიც მონაწილეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს