
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.
“სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სიძულვილითა და ბოროტებით იყო გაჯერებული, საზოგადოების გახლეჩის მცდელობები ჰქონდათ. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც იგეგმებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალების დაფინანსება. სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, მოქმედებდა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, პასუხი უნდა აგოს. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს