კახა კალაძე - ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა.
ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს