
ავტორი
Front News საქართველო
განსხვავებული მოსაზრებაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რისი მცდელობაც აქვს ოპოზიციას.
“რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და ძალადობის რომელ ფაქტს ახალისებს “ქართული ოცნება”?! ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს