კახა კალაძე - რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არანაირი შედეგი მსგავს მცდელობებს არ მოაქვს, ლანძღვა და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა კი დემოკრატიასთან შესაბამისობაში არ მოდის.
"არ მივესალმები ამ ტიპის პერფორმანსებს, რომ ერთმანეთს ხელი შევუშალოთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ საარჩევნო კამპანიის დროს, არ ჯდება დემოკრატიაში. რა საჭიროა შეურაცხყოფის მიყენება? მიდიხარ პარტიის შტაბთან და ილანძღები, იგინები, რისთვის აკეთებენ ამას? ასე თვითონ დაზიანდებიან. ყველანაირი შინაარსისგან დაცლილი ადამიანები არიან. მაიკლ ჯექსონზე და „ტრილერზე“ შემთხვევით არ მისაუბრია, დააკვირდით ამ ადამიანებს. არაფერი აღარ დარჩათ და ცდილობენ ასე მიიქციონ ყურადღება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს