Logo

კახა კალაძე - რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელია "მოღალატეები", ნომრიანი აგენტები არიან

პოლიტიკა
273
Frontnews image description

საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ალიანსი მოჩვენებითია და ამ პარტიებს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვთ.

"საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ეს ერთობაც მოჩვენებითია. ჯერ ერთი, ყველა განულებული და გაუბედურებულია, არც ერთს არანაირი რესურსი არ აქვს ქართულ საზოგადოებაში იმიტომ, რომ ყველამ იცის - ისინი არიან მოღალატეები. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არა ქართველ ხალს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ინტერესებს ემსახურებიან, არამედ გარედან წამოსულ მითითებებსა და დავალებებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მათ ამის პრობლემა არ გააჩნიათ და არსებობს კონკრეტული მაგალითებიც ჩადენილი ამ ტიპის მძიმე დანაშაულებისა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ მაინტერესებს, ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები