
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოცემა politico-ს სტატიის შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელია მოხდეს გარკვეული პოლიტიკოსების თუ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.
თბილისის მერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი.
მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ.
“აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მგონია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, თუმცა ერთი რამ ცხადია, როდესაც შენ აკეთებ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მეორე მხრიდან ისმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარები, რომ პოლიტიკოსები იქნებიან დასანქცირებული, რის გამო? რატომ? რატომ უნდა დაასანქცირონ საქართველოს პოლიტიკოსები, რატომ უნდა დაგვასანქციროს ვინმემ? ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა იყოს დასანქცირებული? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ხდება, ნამდვილად არაფერი მიკვირს“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს