
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების საპასუხოდ უამრავი კონკრეტული ფაქტი არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა, შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრეებთან ერთად. რამდენიც უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციისგან, კრიმინალისგან, ხალხის გაუბედურებისგან, ოჯახების გამწარებისგან, ადამიანისუფლებების ფეხქვეშ გათელვისგან, ბიზნესის ტერორისგან, ვერ მოახერხებს. ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არსებობს, რასაც ვერ გავექცევით. ადამიანები ყოველდღიურად საშინელებაში ცხოვრობდნენ.
რაც მეტს ვალაპარაკებთ სააკაშვილს, მისი განცხადებები უფრო საინტერესო ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს