კახა კალაძე - რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს, უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში უმძიმესი სიტუაციაა, რეგიონისთვის მშვიდობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოც შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ამ შეთანხმების მისაღწევად და ჩვენი მხრიდან არაერთი შეთავაზება გაკეთდა. რეგიონში დღეს, ისე როგორც არასდროს უდიდესი როლი აქვს მშვიდობის შენარჩუნებას. ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად მსოფლიოში, უმძიმესი სიტუაციაა და, შესაბამისად, დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება მშვიდობა იმიტომ, რომ მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეკონომიკური აღმავლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს