
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, აღნიშნული ურთიერთობები დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რიგი სენატორების მხრიდან აქამდე გაკეთებული განცხადებები სიცრუის კამპანიის ნაწილია.
“განცხადებების დონეზე რასაც მათი მხრიდან ვისმენდით სიცრუის კამპანიაა, რაც ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს. გვიმტკიცებდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებ, თუ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა, რას ვაკეთებ არასწორად. არანაირი არგუმენტი არ მოგვისმენია კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდათ – იმიტომ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
“პატივს ვცემთ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, მზად ვართ მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. აღნიშნული ურთიერთობები რაც არის, ვფიქრობ, დღეს ჩიხშია შესული, საჭიროებს გადატვირთვას. საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ არსებული ურთიერთობები გავაღრმაოთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს