
ავტორი
Front News საქართველო
მე პირადად რამე განსხვავებულს არ ველოდებოდი ოპოზიციისგან. ისეთი საარჩევნო კამპანია ჩაატარეს, რომელსაც კამპანიას ვერ უწოდებ: ყველანაირი ბოროტების, სიძულვილისა და ცილისწამების შოუ მოაწყვეს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს ისტორია თავის სახელებს დაარქმევს.
“როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ისტორიამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მათ კონკრეტული სახელი დაარქვა. პირდაპირ ვიტყვი: ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც აჩვენეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როდესაც მართავ ქვეყანას. დღეს ისინი თავიანთი ქმედებებით აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს