კახა კალაძე – როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე 19 აპრილის შეთანხების ანულირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.
“გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზების დასრულება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე




