
ავტორი
Front News საქართველო
"არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე ევროკომისიის ნეგატიურ რეაქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს და მარტივი გასარჩევია მტერი და მოყვარე.
"თუნდაც საქართველოსთან მიმართებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. მაშინ რა გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ის, რაც, ზოგად კონტექსტში ვამბობ, მათთვის მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ – მოყვარე და კეთილის მსურველი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს, მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს