
ავტორი
Front News საქართველო
როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას – ან ვაგრძელებთ, ან – არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებული სიის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის მერიის სამსახურების უფროსები თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით უშვებენ.
კახა კალაძის თქმით, პოლიტიკური ნიშნით ან საპროტესტო აქციებზე დგომის გამო არავის უშვებენ და ამის მაგალითია მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც პარალელურად ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია.
“როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წევრი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით მისი გაშვების სურვილი რომ გვქონოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. საზოგადოებას არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ და მით უმეტეს თანამშრომლებს. ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. როცა ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას – ან ვაგრძელებთ, ან – არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურის ხელმძღვანელებმა“, – განაცხადა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს