კახა კალაძე - საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი თანადგომას გამოხატავს, ასეც უნდა იყოს, ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა გაეროში, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩატარებულ კენჭისყრას, სადაც საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანიებისა და კრიტიკისა, ქართველები უკრაინელ ხალხს გვერდით უდგანან.
"ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინისადმი მხოლოდ მხარდაჭერას და თანადგომას გამოვხატავდით. აღარ ვისაუბრებ იმაზე, როგორი დამოკიდებულება გვქონდა საქართველოში მყოფ უკრაინიდან დევნილი მოქალაქეების მიმართ, რა ბენეფიტები ჰქონდათ მათ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ უკრაინელ ხალხს მეგობრად ვთვლით, შესაბამისად გული გვტკივა, როცა ვხედავთ იმ მდგომარეობაში, რაშიც იმყოფებიან. სამწუხაროა, რომ მთელი რიგი კამპანია მიმდინარეობდა, კეთდებოდა მოწოდებები, რომ საქართველოც ჩართულიყო აღნიშნულ უბედურებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს მისამართით წამოსული კრიტიკა და ნეგატივი არაფორმალური მმართველების და მათი მიერ გაცემული დავალებებიდან გამომდინარეა.
„რომ არა ჩვენი მტკიცე პოზიცია და ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯები, ალბათ, საქართველოშიც გვექნებოდა იგივე მძიმე სიტუაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ მიმართ კრიტიკა მოდის არაფორმალური მმართველებისგან, მათი მხრიდან გაიცემა დავალებები, ისინი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, ევროპელ ბიუროკრატებს, თავს ესხმიან ქართველ ხალხს, ჩვენს სუვერენიტეტს და ა. შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


