
ავტორი
Front News საქართველო
საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“კახა კალაძეს არასდროს არ დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, არასდროს. აი, თუნდაც ახალი არჩეული იყო საკრებულო, როდესაც ვიყავი მისული, მაშინვე დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობასთან, მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, განცხადებები, შეურაცხყოფები, ცილისწამება. თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვეტ მე. მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება.
რაც შეეხება გამოძიებას, მიმდინარეობს. თუ კი რაიმე დამატებითი ახალი გარემოებები გამოიკვეთება, ამას, მერწმუნეთ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. პირველ რიგში, ეს ჩვენს ინტერესში შედის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და გავიგოთ, რეალურად რა მოხდა, რა პრობლემა იყო.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს