Logo

კახა კალაძე – საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე

პოლიტიკა
1047
Frontnews image description

აბსოლუტურად ამაზრზენია და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“თუ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს აქვთ სურვილი, რომლებიც მოგვევლინებიან ვითომ საქართველოს მხარდამჭერებად და ა.შ. და ვითომ საქართველოს გულწრფელი მეგობრები არიან და რეალურად ვიცით, რისი და ვისი მეგობრები არიან.

 

როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს – საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენია და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.

 

არ ვიცი, ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, ჩვეულებრივად ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის მიმართ, ხომ ვიცით ეს ყველაფერი? არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?”, – განაცხადა კალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები