
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის განცხადებით, ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებასა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავდა, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე.
“ყველაფერი არის ძალიან მარტივად: ის ადამიანები რასაც ეტყვიან, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ორგანიზებულად მიდიოდა შეტევა „ქართულ ოცნებაზე“, არჩევნების პერიოდში როგორ ერეოდნენ. ახლა თვითონ არ მოსწონთ, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყანაში და გამოდიან შეწუხებულები, როგორ შეიძლება თურმე არჩევნებში ჩარევა. სამარცხვინოები არიან უბრალოდ, რადგან საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ გაჩაღებული კამპანია ჰქონდათ და ერეოდნენ. ეს არის უსამართლობა, რასაც ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველა თაღლითს გაეცემა შესაბამისი პასუხი, ვინც არ უნდა იყოს, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს