
ავტორი
Front News საქართველო
ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ, მათი დამოკიდებულება, დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება და საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება.
“ანტისახელმწიფოებრივი მიდგომები, განცხადებები ზუსტად ოპოზიციაში უნდა მოვიკითხოთ, რასაც ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში, მათი დამოკიდებულება, მათი დღის წესრიგი არის ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი, ყველა წარმატებას, წინსვლას ეწინააღმდეგებიან. ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს ეროვნული, პატრიოტი ადამიანებისგან შემდგარი ხელისუფლება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ქვეყანაში მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. ასე რომ, საქართველო არ ჩაებმევა არც სანქციებში და არც ომში მიიღებს მონაწილეობას, მეორე ფრონტი არ გაიხსნება საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ მეორე ფრონტი საქართველოში, თუ – არა“.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს