
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.
“ბოლო დროს აღნიშნული მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. გახსოვთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, საქართველო სტატუსს იმსახურებდა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო არ მოგვცეს. ამის შემდეგ იყო ე.წ. თორმეტპუნქტიანი გეგმა – ე.წ. გზამკვლევი, შესაბამისად, ყველაფერი იქნა შესრულებული. ეს პროცესი გრძელდება. შეუძლებელია, ევროინტეგრაციის გზაზე რამე გააკეთო და გაჩერდე. საქართველოს მთავრობა ყველაფერს იზამს რეფორმების გატარებისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს