
ავტორი
Front News საქართველო
კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს გადაცემის შესახებ.
მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც ოპოზიციის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
“საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის დიდი ბლეფი და სისულელე. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი ვაშაძემ საქართველოს მოსახლეობას რა უნდა უთხრას? მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. გახსოვთ მათი კამპანია და განცხადებები, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვიმსახურებდით მას. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, თურმე მილიარდობით გრანტი დავკარგეთ. დღეს ხომ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, სად არის მილიარდობით გრანტი? სანამ გამჭვირვალობის კანონი მიიღებოდა ერთი თეთრი არ წამოსულა ამ მილიარდებიდან. 26 ოქტომბერს ყველას სათანადო პასუხი გაეცემა“ – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს