
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.
“ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დაადგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.
თაგები:
კახა კალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს