კახა კალაძე – შეიძლება ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე “ქართულმა ოცნების” სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევას აფასებს.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს.
“ქართული ოცნება” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველგან გაიმარჯვებს. დაწყებული დედაქალაქიდან, სადაც პირველივე ტურში დამთავრდება არჩევნები, ასევე ყველა დიდ ქალაქში და რაიონებში.
რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის უბრალო, რიგითი თბილისელების დამოკიდებულება, ყოველდღიურად ვგრძნობ ამ სიყვარულსა და პატივისცემას. შეიძლება პირადი რეიტინგი მე უფრო მაღალი მქონდეს, რადგან არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც შესაძლოა, სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მე მოვწონდე. მაგალითად, შეიძლება ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხმას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
კახა კალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს