კახა კალაძე – შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება.
კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა.
“ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს.
უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა.
უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,
ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს!“, – განაცხადა კალაძემ.


კახა კალაძე – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

კახა კალაძე – მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში

კახა კალაძე – დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება